пятница, 30 июня 2017 г.

კვლევა



კითხვის ტექნიკისა და წაკითხული ტექსტის  
გაგება- გააზრების გაუმჯობესება დაწყებით საფეხურზე






















    კვლევის  დაგეგმვასა და განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას  ვუხდით ,  სკოლის  დირექტორს ,   ქალბატონ კარინა ბერძენიშვილს და  ყოფილ დირექტორს, ქალბატონ მაგდა ბარამიძეს .  დაწყებითი საფეხურის კოლეგებს, მოსწავლეთა მშობლებს ,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს .














       სარჩევი

კვლევის   ეთიკა..........................................................................................................................10
კვლევის შეზღუდვები................................................................................................................10
გამოყენებული ლიტერატურა...................................................................................................19
დანართი1 .....................................................................................................................................20
დანართი  2.....................................................................................................................................28
დანართი   3 ..................................................................................................................................29
დანართი   4...................................................................................................................................31
დანართი  5 ...................................................................................................................................33

                                                                                                                                             




 

 

შესავალი


            წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის 81-ე საჯარო სკოლაში პედაგოგების მიერ განხორცილებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
            ნაშრომში მოცემულია საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები,  სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები კითხვის ტექნიკისა და წაკითხული ტექსტის  გაგება-გააზრების გაუმჯობესების შესახებ, კვლევის მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადების შესახებ, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი. განხილულია ინტერვენციების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპები. აღწერილია მკვლევარი მასწავლებლების მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები.
  პრაქტიკის კვლევა თავისი მიზნებისა და მნიშნელობიდან გამომდინარე საკუთარი მუშაობის პროცესში ჩაღრმავება, უკეთ გააზრებაა, რათა მასწავლებლებმა გაანალიზებისა და საკუთარ თავთან თუ კოლეგებთან შექმნილი უკეთესი  გარემოსა და მუშაობის შედეგად შეძლონ  მუშაობის გაუმჯობესება კონკრეტულად შერჩეული მიმართულებით. სიტუაციაზე დაყრდნობილი ძიება საშუალებას იძლევა პედაგოგმა უკეთ ისწავლოს, გამოასწოროს , უკეთესობისაკენ შეცვალოს ესა თუ ის პრობლემა. პრაქტიკული კვლევა ასევე მიზნად ისახავს სოციალური პრაქტიკის გაუმჯობესებას, ცვლილებას, განვითარებას.
    ჯონ პერონი და პიტერ რიზონი კი ფიქრობდნენ: „მიგვაჩნია, რომ კარგი კვლევა ის კვლევაა, რომელიც ადამიანებთან ერთად წარმოებს და არა ადამიანებზე“. რადგანაც თანამშრომლობოთი კვლევა სულაც არ გულისხმობს მკვლევრისა და კვლევის ობიექტის კავშირს. ეს მხოლოდ ადამიანთა ჯგუფია, რომელიც სწორედ ჯგუფში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და იკვლევს. 
   პრაქტიკული კვლევის რეალური დანიშნულება იან ირგენს კარლსენის აზრით, შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გახდნენ მკვლევრები.
   ბოლო  წლებში გააქტიურებულ საკითხად იქცა მასწავლებელთა თანამშრომლობის გავლენა მოსწავლეთა მიღწევებსა და პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს კოლექტიური პასუხისმგებლობის გაზიარებას პედაგოგთა და მოსწავლეთა შორის. სწორედაც რომ, პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობა ერთგვარად სამაგალითო სტიმულად იქცევა მოსწავლეთათვის. ამ აზრს ამყარებს  ნიუმანისა და ველაჯის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ თითოეული მასწავლებლის პროფესიონალიზმი მეტად ეფექტური ხდება თანამშრომლობის შემთხვევაში და ეს აისახება კიდევაც მოსწავლეების მიღწევებზე:
1.იწყებენ უკეთ სწავლას.
2.ხანგრძლივი თანამშრომლობა ზრდის მასწავლებლის კომპეტენციას. 3.თანამშრომლობა ხელს უწყობს სკოლის გუნდური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. (Newmann & Weladge, 1995).

საკვლევი საკითხის  მიმოხილვა

  საკვლევი თემა, პირველ რიგში, რასაკვირველია, სკოლისთვის მნიშვნელოვანიც უნდა იყოს და რეალისტურიც, შეესაბამებოდეს ესგ-ის გამჭოლ კომპენტეციებსდა გამომდინარეობდეს მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებიდან  (წიგნიერება და ციფრული წიგნიერება) .

    დაწყებით საფეხურზე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს  ტექსტის გაგება-გააზრება. სწორედ ხომ ამ ასაკში უნდა ჩამოყალიბდეს კრიტიკული აზროვნების უნარი, კითხვების დასმის, გააანალიზების, გააზრების ტექნიკა.                     თანამშრომლებმა  სწორედ ეს  საკითხები მივიჩნიეთ პრიორიტეტულად. ამ თემის აქტუალურობა დამოწმებულია საერთაშორისო       კვლევებითაც.   წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS — Progress in International Reading Literacy Study) შედეგებით მოზარდთა წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალია. დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით, მსოფლიოს 45 ქვეყნიდან, ჩვენი ქვეყანა 37- ადგილზეა. უკეთესი შედეგი არც სხვა ასაკობრივ ჯგუფებშია, სადაც ბოლო პოზიციებს აფრიკულ ქვეყნებთან ვინაწილებთ.

     საჭირო იყო  საწყისი წერტილის განსაზღვრა და საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა: რამდენად შევძლებდით კვლევის სწორად წარმართვას, რა უნდა ყოფილიყო იმპულსი მუშაობის დასაწყებად, იყო თუ არა წარმატების შანსი? მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მე-4 და მე-11 მუხლების თანახმად პედაგოგმა იცის კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობითი ურთიერთობის ყველა ფორმა. აქედან გამომდინარე, იგი ცდილობს, ითანამშრომლოს კოლეგებთან იმიტომ, რომ მოსწავლეთა სწავლის პროცესი გაადვილდეს და გაუმჯობესდეს. შესაბამისად, ასევე გაუმჯობესდეს კოლეგების პროფესიული განვითარების პროცესი.

     ენდი ჰარგრივსი წერს: სკოლის საერთო წარმატება კეთილგანწყობილ თანამშრომლობით პროფესიულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. ძველი იაპონური ანდაზა ამბობს: არც ერთი ჩვენგანი არ არის ისეთი გონიერი, როგორც ჩვენ ყველანი ერთად   (კალანდაძე 2015; 100).

სავარაუდო   მიზეზები

      ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამოგვეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი:
  1. წინა სასკოლო მომზადების დაბალი დონე (კერძოდ, მოსწავლეებს აქვთ მეტყველების პრობლემა);
  2.  მშობელთა დაბალი ჩართულობა;
  3.  ეროვნული სასწავლო გეგმით ქართული ენისათვის განსაზღვრული არასაკმარისი საათების რაოდენობა;
  4. კითხვის სწავლების მეთოდები;
  5.  მასწავლებელთა გადამზადებადატრენინგება ამ მიმართულებით;
  6. ასაკის შესაბამისი სირთულისა და მოცულობის ტექსტი;
  7. მწირი ლექსიკური მარაგი;
  8. სოციალური პირობები;
  9. პიროვნული კომპლექსები და ამით გამოწვეული შეზღუდულობა;
  10. ოჯახური თანადგომა;
  11. ინდივიდუალური მახასიათებელი.

 კვლევის  მიზანი

  1)კვლევის მიზანია მოსწავლემ შეძლოს კითხვის დაწყებამდე ( როდესაც მოსწავლე          განაწყობს საკუთარ თავს წასაკითხავად) გაააქტიუროს წინარე ცოდნა და გამოცდილება ტექსტის თემის ირგვლივ.
2) კითხვის დროს ავტომატურად გაშიფროს  და გაიგოს ტექსტი.
3) წაკითხულის შემდგომ  მკითხველმა გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტი, შეძლოს წაკითხულის ინტეგრირება  არსებულ ცოდნასა და პირად გამოცდილებასთან.
4)  ჩამოყალიბდეს მოაზროვნე, აქტიურ მკითხველად.
5)  გავზარდოთ მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.
 6) გავამდიდროთ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი.
7)  მოსწავლის მიერ დროის სწორი მენეჯმენტი.

 

კვლევის     ამოცანა

კვლევის მიზნის მისაღწევად ჩამოვაყალიბეთ  შემდეგი  კითხვები:

1)   როგორ შევუქმნათ მოსწავლეს პოზიტიური გარემო, სადაც მოსწავლე თავს იგრძნობს კომფორტულად და შესაბამისად აუმაღლდება მოტივაცია.

2)   რა მეთოდები ,მიდგომები და   სტრატეგიები უნდა დავგეგმოთ, რათა მოსწავლემ შეძლოს წაკითხულის გაგება-გააზრება.

3)  როგორ გავითვალისწინოთ ინდივიდუალური მახასიათებლები, რათა მოსწავლეს გაუადვილდეს ტექსტის გაგება-გააზრება.

4)   რა მეთოდები და აქტივობები უნდა განვახორციელოთ , რათა ამაღლდეს მშობელთა ჩართულობა.

5)   რა აქტივობები უნდა განვახორციელოთ იმისათვის , რომ  მოსწავლემ შეძლოს ტექსტის აზრისა და პრობლემის დანახვა ,მისი გააზრება,

6)   რა აქტივობებით გამოუმუშავოთ მოსწავლეს გაანალზებისა და დასკვნების გაკეთების უნარი ,    როგორ გავამდიდროთ მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი

პრაქტიკული კვლევის  არსი


        პრაქტიკული კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებულია მაღალკვალიფიციური კადრების  შენარჩუნება და პროფესიული   განვითარების ხელშეწყობა.
   პროფესიული განვითარება კი სწავლა-სწავლების  ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. პროფესიული განვითარების ერთ-ერთი  ეფექტიანი ფორმაა სწავლების პროცესში თანამშრომლობა.  ეს მოიაზრებს მასწავლებელთა და სხვა თანამშრომლების კომუნიკაციას შედეგების გაუმჯობესების მიზნით. კოლეგათა თანამშრომლობით ურთიერთობას ყოველდღიური კონტაქტის სახე უნდა ჰქონდეს, ერთობლივად უნდა იმუშაონ  სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე, განხორციელებასა და საბოლოო შეფასებაზე  ( სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი ;     2011 წ  საერთო ხედვის ქონა  გვ ;19 )      
  განვითარების  აუცილებლობამ, სურვილმა,   ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებამ  სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე წამოჭრილმა პრობლემამ გადაგვაწყვეტინა კვლევის ჩატარება.
   სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციასთან კონსულტაციის შემდეგ, ჩამოყალიბდა  მკვლევართა ჯგუფი , რომელიც შედგებოდა  სხვადასხვა საგნის 4 მასწავლებლისგან:
1.       მაია გოგნიაშვილი
2.       სოფიო ჩიქოვანი
3.       თეა ნარინდოშვილი
4.       ეკა ფხალაძე
აღსანიშნავია, რომ მკვლევართა ჯგუფის  შეხვედრა დაახლოებით თვეში 2-3 -ჯერ იმართებოდა.

ლიტერატურის მიმოხილვა

          
      კოლეგებმა ერთობლივად დავიწყეთ კვლევისთვის საჭირო და შესაბამისი ლიტერატურის მოძიება და გაცნობა.
    კვლევა იძლევა განმსაზღვრელი ფაქტორების   განზოგადების   საშუალებას. ეს კი ხელს უწყობს მოსწავლეთა  წიგნიერების განვითარებას. ცალკეული კვლევებით მოძიებულ  ინფორმაციას განსაკუთრებული ღირებულება გააჩნია  კვლევაში ჩართული ქვეყნების, სკოლების, საგანმანათლებლო პოლიტიკის წარმართვისათვის...
  1.  ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზე კვლევის ანგარიში თბილისი 2013 avtorebi: Salva tabataZe naTia gorgaZe

  1.  წაკითხულის გააზრება დაწყებით კლასებში
ნინო გოგოჩაშვილი, ქეთევან ნარიმანიძე, თეონა ჩაფიძე - სამაგისტრო ნაშრომი . სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია ბიწაძე; განათლების დოქტორი.
  ნაშრომი წარმოდგენილია კვლევის სახით, კვლევა განხორციელდა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.
  1. „ წიგნიერების გაკვეთილები“ - თამთა დოლიძის სტატია.
სტატიაში მოყვანილია სხვადასხვა კვლევის შედეგები საქართველოში წიგნიერების დონის შესახებ. შემოთავაზებულია პრობლემის დაძლევის სხვადასხვა სტრატეგიები.
კვლევის თანახმად, მოსწავლის წიგნიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური ფაქტორი.  თუ მშობლები სოციალურად და ეკონომიკურად წელში გამართულები არიან, მათი შვილები უმეტესად მაღალ აკადემიურ შედეგებს აჩვენებენ, ხოლო თუ ოჯახს ფინანსურად უჭირს, მასში მცხოვრები მოზარდების წიგნიერების დონე დაბალია.
  1. „ წიგნიერების საერთაშორისო კვლევების შედეგები“ -
ია კუტალაძე; გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
. კითხვის უნარი სწავლის საფუძველია, შესაბამისად, კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები იწვევს აკადემიურ წარუმატებლობას, განაპირობებს ჩამორჩენას სხვა საგნებშიც. ამასთან, ასაკის შესაბამისი კითხვის უნარების ნაკლებობა მნიშვნელოვნად უკავშირდება აგრესიულ-ძალადობრივი, ანტისოციალური ქცევების განვითარებას”. რესპოდენტი მიუთითებს, რომმოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA) წაკითხულის გააზრების უნარის მიხედვით, 73 მონაწილე ქვეყანას შორის 15 წლის ქართველ მოსწავლეებს 67- ადგილი უკავიათ. საქართველოზე უფრო დაბალი შედეგები მხოლოდ ყატარს, პანამას, პერუს, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთს აქვს. ეს შედეგები, ცხადია, მიუთითებს იმაზე, რომ სასკოლო განათლების ხარისხი საქართველოში ძალიან დაბალია.

მეთოდოლოგია


გამოვიყენეთ როგორც რაოდენობრივი    ასევე თვისებრივი მეთოდები . 
დავიწყეთ კვლევა ორი მიმართულიბით:
1)         კითხვის უნარების შემოწმება -ტესტირებით;  ზეპირი გამოკითხვით     
2)         გარემოს შესწავლა , რომელშიც   ყალიბდება მოსწავლის კითხვის უნარი  -  ზეპირი გამოკითხვა; დიალოგი ; ინტერვიურება ;  ჩართული დაკვირვება ;

კვლევის ეთიკა
     კვლევის თითოეულ ეტაპზე დაცული იყო ეთიკური საკითხი ჩვენი, როგორც მკვლევარების მხრიდან. კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბეთ საკვლევი საკითხი და განვსაზღვრეთ კვლევის მიზანი. შეთანხმებით მოხდა ინტერვენციების დაგეგმვა და მის ფარგლებში გამოსაყენებელი რესურსების შერჩევა. კვლევის ფარგლებში მასწავლებლებთან, მშობელთან და მაგისტრანტებთან ჩატარებული ინტერვიუები იყო კონფიდენციალური.  ადმინისტრაციის დახმარებით სამიზნე ჯგუფთან კვლევის ჩატარებამდე მივიღეთ თითოეული მშობლისგან ნებართვა. გარდა ამისა, კოლეგებისა და მშობლებისთვის კვლევის შედეგების გაცნობისას დავიცავით ეთიკის ნორმები.

კვლევის სამიზნე  ჯგუფი

დაწყებითი საფეხური - I-VI  კლასები.   3    ;    3      ;  4      ;   4  ;  5 ;      5 ;    6 ;       6 .

კვლევის ვადები
14.11.2016- 5. 07.2017

კვლევის შეზღუდვები

მიუხედავად გარკვეული ღირებულებებისა, მოცემულ კვლევას აქვს თავისი შეზღუდვები კერძოდ,  ინტერვენციების დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები სასურველი იქნებოდა შეგვედარებინა მომდევნო სასწავლო წელს მიღებულ შედეგებს და გაგვეგო რამდენად ეფექტური იყო ჩატარებული ინტერვენციები.

ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები

ინტერვენცია (ქართული)


  აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დაგეგმილი ნაბიჯების თანმიმდევრობა, რათა მოსწავლე ჩამოყალიბდეს მიზანზე ორიენტირებულ მკითხველად.
  ამ მიზნით  გავესაუბრეთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს და გავარკვიეთ  კლასის წევრთა პრობლემები, ვის რა უშლიდა ხელს წინსვლასა და განვითარებაში: სოციალური პირობები, პიროვნული კომპლექსები თუ ამით გამოწვეული შეზღუდულობა. მწირი ლექსიკური მარაგი, ოჯახური თანადგომა.
    მოკლე ჩანაწერი  შესრულების შემდეგ მოვამზადეთ დიაგნოსტიკური ტესტი.
( დანართი 1)  ტესტში შევიტანეთ  ტექსტის გასააზრებელი  და ლექსიკური მარაგის შესაფასებელი სავარჯიშოები. შეჯერდა მონაცემები სამუშაო შეხვედრებისას.
   კითხვის უნარების შემოწმებისა და გარემოს შესწავლის  შედეგად გამოიკვეთა  გაგება -გააზრების პრობლემა.  მოსწავლეთა უმეტესობას უჭირდა უცხო ტექსტზე მუშაობა, სააზროვნო კითხვებზე პასუხის გაცემა.
    გაანალიზებისას გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად დავიწყეთ ინტერვენციების განხორციელება:

  1.       დიაგნოსტიკური ტესტების შედეგების გაცნობის შემდეგ კლასთან სამუშაოდ შევიტანეთ  უცხო ტექსტების მონაკვეთები.  თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად მუშაობდა  ტექსტზე. კითხვის I ფაზის  დასრულების შემდეგ  დაფაზე გამოვფინეთ წინასწარ ამოკრეფილი ყველა უცხო სიტყვა და ვცადეთ მათი ჟღერადობის თუ კონტექსტის მიხედვით წარმოედგინათ და აეხსნათ სიტყვის სავარაუდო მნიშვნელობა. ბოლოს კი მოსწავლეებს მივაწოდეთ სწორი პასუხები. ამ აქტივობამ გააადვილა კითხვის  II ფაზა და მოსწავლეებმა უკვე გააზრებულად უპასუხეს შინაარსის გასაგებად მომზადებულ კითხვებს.
2.         შემდეგ   ჩავატარეთ  „ აზრის  დაცვის გაკვეთილები   “. წინასწარ დაგეგმილი დროისა და დავალებული მოთხრობის წაკითხვის შემდეგ დაფასთან გამოდიოდა ასევე წინასწარ მომზადებული „აზრის დამცველი“ მოსწავლე , იგი პასუხობდა კლასის დარჩენილ წევრთაგან მომზადებულ, ტექსტის გასააზრებლად დასმულ კითხვებს.
3.         გამოვიყენეთ  G-praed-ის   პროგრამის მიერ შემოთავაზებული ფორმა, ( დანართი 2 ) რომელიც უგეგმავდა მოსწავლეს ყოველდღიური კითხვის პროცესს სამი თვის გამნმავლობაში.
    ამ პროცესში ჩართული იყო მშობელი, რომელიც თავად მართავდა საკუთარი შვილის კითხვის პროცესს, აღწერდა ყოველდღე რამდენ წუთს კითხულობდა  ბავშვი, ინიშნავდა და საბოლოოდ აჯამებდა. ამ აქტივობამ  აამაღლა ბავშვის  მოტივაცია კითხვის პროცესის მიმართ.

4.          სკოლაში ფუნქციონირებს  „მკითხველთა კლუბი“. კლუბური  მუშაობის ფორმატი შეესაბამება კითხვის თავისუფალ  პროცესს. მოსწავლე თავად ირჩევს  მისთვის საკითხავ თემას, რაც უფრო სახალისოს და პოზიტიურს ხდის საკითხავ დავალებას.
    ამ პროცესის შემდეგ   კითხვა-პასუხის რეჟიმში ( ფაქტობრივი და სააზროვნო კითხვების გამოყენებით ) მოსწავლეები აანალიზებენ ტექსტებს , ინაწილებენ როლებს .
  1.              ვიყენებთ გრაფიკული სქემებს : „ასოციაციური რუკა“, „T-დიაგრამა,“ „კითხვის დროს დაუსვი შენს თავს შეკითხვა“ „პერსონაჟის რუკა“... რაც ეხმარება  მოსწავლეს  წაკითხულის  აღქმა -გააზრებასა და დისკუსიის წარმართვაში.


  1. G-pride-ის სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებულის მიხედვით წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი ყველაზე უკეთ მაშინ ვითარდება, როცა მასწავლებელი მას ექსპლიციტურად - ჩვენების, ახსნისა და მართული პრაქტიკის გზით ასწავლის მოსწავლეებს.
  2.  თვით ამ პროცესს კი აძლიერებს სტრატეგიების გამოყენება წყვილებსა და მცირე ჯგუფებში,  ასევე-თანამშრომლობითი სწავლა, წერითი აქტივობების გამოყენება გაგება-გააზრების ინსტრუმენტის სახით. რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს დისკუსიები, სხვადასხვა ჟანრის ტექსტებზე მუშაობა, ლექსიკური მარაგის გასამდიდრებელი მეთოდები, წერა...
  3. საჭიროებამ მოითხოვა თანაბარი სიძლიერის ჯგუფების შექმნა, რომლებშიც წარმატებული მოსწავლეები დაეხმარებოდნენ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს; შემაჯამებელი სამუშაოების წინ ჯგუფური სამუშაოების ჩატარება, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთად დაამუშავებენ და გააანალიზებენ  წერის ფარგლებში გათვლილ მასალას;  წარმატებული მოსწავლეების მიერ სუსტი მოსწავლეების დახმარება და ინფორმაციის მიწოდება მასწავლებლისთვის მათი შედეგების შესახებ;
  4. ანკეტური გამოკითხვის ჩატარება  სასწავლო წლის დამამთავრებელ ეტაპზე კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების შეფასების მიზნით;  (დანართი 3 )   განხორციელებულმა მეთოდებმა და აქტივობებმა ფაქტობრივად ცხადად დაგვანახა მიღწეული შედეგები, როდესაც კიდევ ერთხელ ჩავატარეთ დიაგნოსტიკური ტესტები, დავრწმუნდით, რომ ჩვენ მიერ განხორციელებულმა  მეთოდებმა და აქტივობებმა ნამდვილად გამოიღო შედეგი.

 

 

ინტერვენცია   ( მათემატიკა)

            მათემატიკის დაუფლება შეუძლებელია მშობლიური ენის ღრმად და გააზრებულად ფლობის გარეშე. მნიშვნელოვან სირთულეს მათემატიკის სწავლების პროცესში წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს  უჭირს წაკითხული მასალის გაგება - გააზრება .  არაერთი კვლევა ადასტურებს ,  რომ მათემატიკაში მოსწავლეთა წარუმატებლობას მნიშვნელოვან წილად განაპირობებს არა იმდენად ამოცანის ამოსახსნელად საჭირო პროცედურების არცოდნა , არამედ ის, რომ მოსწავლე ვერ იგებს, რას ეკითხებიან, რა დავალება აქვს მას.
    თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგია გულისხმობს ღრმად და გააზრებულად კითხვის სტრატეგიების აქტიურ სწავლება-გამოყენებას არა მხოლოდ მშობლიური ენის, არამედ სხვა საგნების გაკვეთილებზეც.
  1.   მოსწავლეთა კითხვის უნარის  შესამოწმებლად პირველი ინტერვენცია -დიაგნოსტიკის პროცესი - დავგეგმე და განვახორციელე ორ პარალელურ მეოთხე კლასში . კერძოდ მოსწავლეებს შემთხვევითობის პრინციპით  გადავაშლევინე სახელმძღვანელო ახალ გაკვეთილზე და დავავალე ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა რიგ-რიგობით. აქტივობამ გამოავლინა, თუ რომელ მოსწავლეს უჭირს  კითხვა , რითია ეს ჩამორჩენა განპირობებული: ნებელობით  თუ გონებრივ უნართა განვითარების ჩამორჩენით. ჩავინიშნე შედეგები.  ( დანართი 4 )
  2. მიღებული შედეგების გაუმჯობესების მიზნით დავგეგმე ინტერვენციების განხორციელება  მე- 4 ა  კლასში.
   მათემატიკურ ტექსტში მეტად მნიშვნელოვანია ამოკითხვის  სიზუსტე.
დავავალე მოსწავლეებს  ყველ ასო ზუსტად და მკაფიოდ  ამოეკითხათ,
განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე მსგავსი ბგერითი შედგენილობის სიტყვების წაკითხვაზე (მაგალითად: ერთერთი-ერთადერთი , მართებული- მართობული...)  გაკვეთილზეც და საშინაო დავალების შესრულების დროსაც მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ და მოენიშნათ ასეთი სიტყვები.
  1. ინტერვენციების განხორციელების მესამე საფეხურზე  მათემატიკური ტექსტის კითხვისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სასვენ ნიშნებს. სწორედ სასვენი ნიშნებია გადამწყვეტი ტექსტში აზრის ლოგიკისთვის. ტექსტის წაკითხვისას სასვენი ნიშნების გაცნობიერება მოსწავლეთა მხრიდნ გამოიხატა კითხვისას მცირე შეჩერებებით, აზრობრივი პაუზებით. მოსწავლეებმა გაცნობიერეს ,  რომ  სასვენი ნიშნები ტექსტში ტყუილად არ წერია, მას ჯეროვანი ყურადღების მიქცევა სჭირდება.
 
  1. გადავედით შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურზე- წაკითხულის გააზრება .  მოსწავლეებს დავეხმარე გაეცნობიერებინათ , რომ თუ მხატვრული ტექსტის წაკითხვისას ძირითდად მხატვრულ- გრძნობითი აქცენტებია საჭირო, სამეცნიერო ტექსტის კითხვისას აუცილებელია ლოგიკურ -აზრობრივი აქცენტები. მახვილი უნდა დაესვას იმ სიტყვას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითია ლოგიკური შინაარსის მხრივ; არ წაეკითხათ მხოლოდ სიტყვები, წაკითხვისას   ყველაფერი წარმოედგინათ, ერთმანეთთან დაეკავშირებინათ და გაეაზრებინათ. მივუთითე, რომ „სანამ ამას არ გავაკეთებთ, მომდევნოს ნუ წავიკითხავთ. ცარიელი სიტყვების ამოკითხვას აზრი არა აქვს“.
უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი დრო და ძალისხმევა სწორედ ამ ინტერვენციის განხორციელებას დასჭირდა.  
   გაკვეთილზე წაკითხულის გააზრების სავარჯიშოების კეთებისას მოსწავლეებს ვაჩვევდი, რომ  თვალწინ ჰქონოდათ მათემატიკის სახელმძღვანელოს  ტექსტი. ტექსტიდან პირდაპირი და არაპირდაპირი შეკითხვების დასმით ვარკვევდი, რამდენად გაიგო მოსწავლემ წაკითხულის შინაარსი. ვთხოვდი მოსწავლეებს გაეცათ ზუსტი, გამართული, სრული პასუხები.
  1. Mmomdevno etapze amocanis pirobis gaazrebis savarjiSoebze gavakeTe aqcenti. Mmoswavles gakveTlze vakiTxebdi didteqstian axal amocanas 
( romlis amoxsna sul ar gvainteresebs )   da vTxovdi Camoeyalibebina cal-calke ra aris mocemuli am amocanis pirobiT da ras gvekiTxeba an ras gvavalebs amocana.
  1. roca ganvamtkiceT amocanaSi pirobisa da SekiTxvis gamoyofის უნარი da  ტექსტის gaazreba, gadavediT gagebuli pirobis werilobiT-sqematurad Camoyalibebis etapze. Eaqve აღვნიშნავ,  rom moswavleebSi am aqtivoba gansakurebuli interesi gamoiwvia da gazarda CarTulobis xarisxi.
  2. მომდევნო გაკვეთილებზე განვახორციელე შემდეგი აქტივობა: განვლილი გაკვეთილის თეორიული ტექსტის შესახებ დავუსვი მოსწავლეებს შეკითხვები.
მოსწავლეებისგან ვითხოვდი პასუხის სრულად და ზუსტად ჩამოყალიბებას,
ყურადღებას ვამახვილებდი ისეთ შემთხვევებზე, როცა სიტყვის დაკლებით წინადადება მცდარი ხდება.

  1. წიგნიერების ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიის „ პროგნოზირება, ჰიპოთეზებისა და ვარაუდების გამოთქმა“ გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე დავნერგე შემდეგი ინტერვენციით: ახალი მასალის ახსნისას  ვთხოვე მოსწავლეებს გამოეთქვათ მოსაზრება რას შეიძლება ეხებოდეს მათი ვარაუდით პარაგრაფი, რა მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლას ელოდებიან  ისინი სათაურის შესაბამისი თემის ირგვლივ.
     

       ინტერვენციის შედეგები: (ქართული)

დაკვირვებამ აჩვენა, რომ     მოსწავლეებში მოტივაცია გაიზარდა;
ისინი თავად აწესებდნენ ჯგუფური მუშაობის განრიგს;
ეხმარებოდნენ ერთმანეთს ტექსტების დამუშავებაში;
უსვამდნენ კითხვებს ერთმანეთს და ემზადებოდნენ ტესტირებებისთვის;
ძლიერი მოსწავლეები ინფორმაციას გვაწვდიდნენ სუსტი მოსწავლეების სწავლის მდგომარეობის შესახებ;
ტესტირების შემდეგ კლასში ვმსჯელობდით პასუხების შესახებ;
ტესტირებების შედეგებს თავად აფასებდნენ და ითვლიდნენ ქულებს;ინტერვენციის შედეგები: (მათემატიკა)
               ტესტირების და ზეპირი ფორმით კვლავ გავზომე აღნიშნულ ორ პარალელურ კლასში
    ( 4ა   და  4 ბ ) იგივე უნარები.
             4 ა კლასში, სადაც განვახორციელე დაგეგმილი აქტივობები, გამოიკვეთა კითხვის ტექნიკისა და წაკითხული ტექსტის   გაგება-გააზრების   უნარების მკვეთრი გაუმჯობესება.  4 ბ კლასში მიღებული შედეგები იგივეა  (დანართი 5)
             

 

ინტერვენციის შეფასება

   შეფასება სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია, ის თანაბრად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში მონაწილე ყველა მხარისთვის . მოსწავლე ყოველთვის უნდა ფლობდეს ინფორმაციას, რამდენად წარმატებულია საგანში, რა უნდა შეცვალოს რომ უკეთესი შედეგი მიიღოს. მასწავლებელი შეფასების შედეგების გათვალისწინებით უნდა გეგმავდეს ყოველ შემდეგ ნაბიჯს. სწორედ ამიტომ,  ინტერვენციების დასრულების შემდეგ მკვლევართა ჯგუფი კვლავ  შევიკრიბეთ . შეხვედრის მიზანი ინტერვენციების შეფასება იყო. შეფასების მიზანი კი ცვლილებების შედეგების გაზომვა. საწყისი მდგომარეობა შევადარეთ საბოლოო  მდგომარეობას .
ინტერვენციის შეფასების  მეთოდების  ( დაკვირვება, ტესტირება, ) გამოყენებით
დაკვირვების ობიექტები   შევაფასეთ  შემდეგ  კომპონენტებში  :
მათემატიკური ენის ფლობა,
ტერმინოლოგიის და აღნიშვნების კორექტულად გამოყენება.
მათემატიკური შინაარსის წინადადებების გაგება და ჩამოყალიბება.
მსჯელობა და დასაბუთება. 
გააზრებული კითხვის , წაკითხულის შესახებ მოსაზრებების , შთაბეჭდილებების გადმოცემის , სხვებისთვის გაზიარების უნარ-ჩვევები.
შეუძლია თუ არა მოსწავლეს ადეკვატური კითხვების მოფიქრება წაკითხულის გარშემო.
 შეუძლია თუ არა მოსწავლეს ინფორმაციის /მოვლენების კატეგორიზაცია ,
ავლენს თუ არა ანალიტიკური აზროვნების უნარს ,
 შეუძლია თუ არა მოსწავლეს გრაფიკული სქემების გამოყენება.
ჩვენ მიერ გამოყენებული G-PRIED-ის   პროგრამის მიერ მოწოდებული ფორმებით შეფასდა მშობელთა ჩართულობა კითხვის პროცესში .
  მოსწავლეთა ლექსიკური  მარაგი.


მიგნებები,  რეკომენდაციები  და კვლევის    ნაკლოვანებები

 მიგნებები

  კითხვის ტექნიკისა და აზროვნების განვითარებას დაწყებით კლასებში ეყრება ან ეცლება საფუძველი.  კერძოდ, მათემატიკის სწავლებისას მასწავლებელსა და მოსწავლეებსაც მყარ ჩვევაში უნდა ჰქონდეთ ხმამაღლა ჩამოყალიბება  იმისა, თუ რას ვაკეთებთ და რატომ. რისთვის ვაკეთებთ სწორედ ასე, როგორ მივდივართ მართებულ პასუხამდე. სჯობს  მოსწავლემ  მცდარად  აზრი გამოთქვას, ვიდრე-უშეცდომოდ გაიმეოროს სხვისი.
    ჩვენი, როგორც   მასწავლებლის, ფუნქციაა სწორად დასმული შეკითხვების ან დამხმარე სქემების მეშვეობით მივეხმაროთ   მოსწავლეს ტექსტის  გააზრებაში. ამასთან, ეს არ უნდა იყოს „ ერთჯერადი „  დახმარება.   ფასილიტაცია  უნდა გავაგრძელოთ  მანამ, ვიდრე მოსწავლე მყარად არ დაეუფლება ტექსტის დამუშავების ხერხებს.

რეკომენდაციები

      ვფიქრობთ, უმჯობესია დაწყებითი საფეხურის I, II , III  კლასებში განსაკუთრებული დრო  და ყურადღება დაეთმოს  კითხვის ტექნიკისა და წაკითხული ტექსტის   გაგება-გააზრების   უნარების   ჩამოყალიბებას, რათა მომდევნო კლასებში იგი პრობლემად არ გადაიქცეს.
      სასურველია, რომ ამგვარი მუშაობა კლასში პარალელურად სხვადასხვა სასკოლო დისციპლინაში მიმდინარეობდეს.
   კერძოდ , პრიორიტეტული გახდეს:
·         კავშირების დამყარება- განსახილავი მასალის დაკავშირება მოსწავლის პირად გამოცდილებასთან ან ადრე შესწავლილ მასალასთან.
·         შეკითხვების დასმა- ტექსტის კითხვის ყოველ ეტაპზე შეკითხვების დასმა.
·         შეჯამება-ყოველი აბზაცის შემდეგ მოკლე შემაჯამებელი დასკვნის გაკეთება.
·         ვიზუალიზაცია- დამხმარე სქემების, ნახზების აგება , ჩანახატების  გაკეთება.
·         მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ფაქტების განსაზღვრა.
·         სინთეზი- ტექსტის მოსწავლისეული ინტერპრეტაციით მოთხრობა. მიღებული დასკვნების განზოგადება და მათი ხვა სფეროებში გამოყენების შესაძლებლობის შემჩნევა.
·         თანაბარი სიძლიერის ტესტების შედგენა, რათა ზუსტად გამოჩნდეს სწავლის შედეგების ზრდა;
·         შემაჯამებელი ტესტირებების რაოდენობის გაზრდა;
·         სწავლის დასასრულის სპეციფიკიდან გამომდინარე (გაცდენები, დემოტივაცია, გადაღლა), შესაძლებელია გადანაცვლდეს  სასწავლო წლის ბოლოს  უფრო იოლი , მოსწავლეთათვის საინტერესო და სახალისო   მასალა.
·         მასწავლებელს    მოსწავლეებში  ტექსტის აღქმის ,  გაანალიზებისა და მისი ვერბალური   და არავერბალური გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის   ვურჩევთ გამოიყენოს ფაქტობრივი და სააზროვნო კითხვების დასმისა და როლური თამაშის მეთოდები.  
·         ტექსტის გააზრების  უნარის გასაუმჯობესებლად   მასწავლებელმა გაკვეთილებზე უნდა გამოიყენოს გრაფიკული მაორგანიზებლები .  გრაფიკული მაორგანიზებლები ხელს შეუწყობს თავიანთი აზრების, შეხედულებების, არგუმენტების ორგანიზებასა და რეორგანიზებაში.
.

 თვითკრიტიკა


   ხაზგასმით აღვნიშნავ , რომ  ჩემ მიერ კითხვის ტექნიკისა და წაკითხული ტექსტის  გაგება- გააზრების გაუმჯოსების მიზნით  განხორციელებულ აქტივობებს  დასჭირდა    საგაკვეთილო დროის დიდი  ნაწილი,  რამაც შეანელა მათემატიკის პროგრამაში წინსვლა. მაგრამ, მათემატიკაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია კითხვისა და გააზრების უნართა განვითარება, რაც მთელი წიგნიერების საფუძველია.
   ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც ,რომ  მიუხედავად  იმისა რომ ინტერვენციები განხორციელდა      მოსწავლეთა ინდივიდუალური მიდგომებისა და  დიფერენცირებული სწავლების პრინციპების გათვალისწინებით  ზოგიერთ მოსწავლეს საერთოდ არ შეეტყო   გაუმჯობესება.
 
   მიუხედავად მრაფვალფეროვნი ხერხებისა და აქტივობებისა,მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი არ იყო აქტიურად ჩაბმული სამუშაო პროცესში. აუცილებელია უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ დიფერენცირებას, წინასწარ გავითვალისწინოთ  თითოეული მოსწავლის საჭიროებები,  ძლიერი და სუსტი მხარეების შესწავლის საფუძველზე.
 

   დასკვნა


სკოლაში განხორციელდა პრაქტიკული კვლევა. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო კითხვის ტექნიკის და წაკითხული ტექსტის   გაგება-გააზრების   უნარების გაუმჯობესება.  მკვლევართა ჯგუფმა  კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და ანალიზის შედეგად სკოლაში განახორციელა ორი ტიპის ინტერვენცია: სტრუქტურული და შინაარსობრივი. სტრუქტურული ცვლილების მიზანი იყო ოჯახი და მშობელთა ჩართულობა მოსწავლის სწავლის პროცესში, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, აგრეთვე სასკოლო რესურსების გამოყენება კითხვისა და მათემატიკის სწავლებისათვის.
       შინაარსობრივი ცვლილება მიზნად ისახავდა  გამოგვერკვია რაში მდგომარეობდა სასწავლო სიტუაციის ძირითადი პრობლემა. რამ განაპირობა აღნიშნული სირთულე, რა უნდა გაგვეთვალისწინებინა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. რომელი სტრატეგიების დახმარებით იქნებოდა შესაძლებელი სასწავლო სიტუაციაში აღწერილი  პრობლემის მოგვარება? კონკრეტულად რას გულისხმობდა თითოეული სტრატეგია.
კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და  მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ  გარკვეული სტრატეგიები და რეკომენდაციები, რომლებიც ნაშრომშია წარმოდგენილი. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ გამოყენებული თითოეული სტრატეგია, აქტივობა და  რესურსი დაეხმარა მოსწავლეებს სირთულეების დაძლევაში და სასწავლო საკითხების უკეთ გააზრებაში. 
            კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად მასწავლებელმა გარკვეული პოზიტიური სამუშაოები უნდა განახორციელოს. პირველ რიგში საინტერესოდ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეს სწავლის მიმართ ინტერესს უღვივებს . მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ მასწავლებლისგან, არამედ სხვა საშუალებებითაც, მაგ:  წიგნებით ,თანატოლებთან ურთიერთობით , მშობლებთან ურთიერთობით , საუბრებით გარეშე პირებთან , დაკვირვებით, აუდიო/ვიდეო მასალით, ინტერნეტით, კეთებით ,  ტესტით, დავალებით , საკუთარი გამოცდილებით და . .თითოეული ეს საშუალება სწავლების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ იყენებს მას მასწავლებელი. ამ საკითხების გათვალისწინებით პედაგოგი ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით საინტერესოდ გეგმავს სწავლების პროცესს. კითხვის პროცესის და წაკითხულის გაგება- გააზრებისთვის ხელს გვიწყობს კითხვის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდები.
  მნიშვნელოვანია,  კითხვის პროცესში მოსწავლეებს მივაწოდოთ ისეთი ეფექტიანი სტრატეგიები, რომელთაც ისინი წარმატებით გამოიყენებენ დამოუკიდებელი კითხვის დროს. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიაადაკარგული სიტყვები. როგორც ცნობილია, ეფექტური კითხვის მნიშვნელოვანი ასპექტი, სიტყვათა მარაგის გაფართოება და სიტყვებს შორის კავშირების დამყარებაა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დაეუფლონ უცნობ სიტყვებთან მუშაობის ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა კონტექსტური გასაღებების გამოყენება, სიტყვის ნაწილების გააზრება, სიტყვებს შორის კავშირების დამყარება და . . “დაკარგული სიტყვები”, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, სიტყვებთან მუშაობის სხვა ეფექტიანი სტერატეგიებითაც ამდიდრებს მოსწავლეებს. ამასთან, ის ეხმარება მათ ტექსტის შინაარსის გაგებასა და მნიშვნელობის კონსტრუირებაში.
    მეთოდის ეფექტიანობას განსაზღვრავს ისიც, რომ ის წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მხატვრულ, ისე სასწავლო, ინფორმაციულ, სამეცნიერო-პოპულარულ ტექსტებზე მუშაობის პროცესში.
     კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და  მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც ნაშრომშია წარმოდგენილი.



                                   გამოყენებული ლიტერატურა

1.      ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ. II. იგი საუკეთესო რესურსია მასწავლებლებისთვის. აქ საუბარია ყველაფერზე, რაც პადაგოგს სჭირდება იმისათვის, რომ პროფესიულად განვითარდეს და დააგროვოს შესაბამისი კრედიტქულები. კველავასთან დაკავშირებით დეტალურადაა გაწერილი ის ნაბიჯები და ეტაპები, რაც თანმიმდევრულად უნდა განახორციელოს მასწავლებელმა კვლევის დროს. მოცემულია კვლევის შეფასების რუბრიკაც.
2.      საინტერესო მასალა აღმოჩნდა G-pride-ის პროგრამის ფარგლებში სახელმძღვანელოდ გამოცემული კრებული, სადაც კარგადაა წარმოჩენილი გაგება-გააზრებისათვის  საჭირო მეთოდები, აქტივობები, ღონისძიებები. „სოციალური კაპიტალი შედგება ადამიანებისათვის ღირებული ურთიერთობებისაგან“. (Bourdieu,1994;110)
3.       სოფიკო ლობჟანიძის  სტატია ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ იძლევა პროფესულ რჩევებს, თუ რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რა თავისებურებები გააჩნია მას, რა ეტაპები, როგორ უნდა განვსაზღვროთ საკვლევი თემა, როგორ გადავამოწმოთ, გვაქვს თუ არა სწორად შერჩეული პრობლემა, რა მეთოდები უნდა გამოვიყენით და ა. შ
4.      მიხ. გიორგაძის ,,როგორ ვომუშაოთ პედაგოგიურ კვლევაზე?“  power point-ით გაკეთებული რესურსია, რომელიც ვიზუალურად კარგად წარმოჩენს კვლევის ეტაპებს. ეს უფრო გაუადვილებს მასწავლებელს ინფორმაციის ნაკადში ორიენტირებას.
5.        ზურაბ ვახანიას სტატია „მათემატიკისა და წიგნიერების საგანთაშორისი (ინტერდისციპლინური )  სწავლება.“  იძლევა პროფესიულ რჩევებს, როგორ ვასწავლოთ მათემატიკური ტექსტის გააზრება, როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში სიტყვიერი ჩამოყალიბებისა და მსჯელობის   უნარი.









დანართი  1

































დანართი 2
მშობელთა ჩართულობა



                                                                     

დანართი 3
                                                           
                                                                  

                                                          შედეგები  (ქართული )

გამართული კიოთხვა
ძველი

ახალი
წაკითხულის გაგება -გააზრება
ძველი
ახალი
ლექსიკური მარაგი
ძველი
ახალი
კარგი
II-III
IV-V-VI                      
15%
      35%
25%
45%

II-III
IV-V-VI
20%

25%

30%
35%

II-III
IV-V-VI
15%
35%
35%
45%
საშუალო
II-III
IV-V-VI             
40%
      35%
50%
45%
II-III
IV-V-VI
45%

50%

55%
60%

II-III
IV-V-VI
40%
35%
60%
50%
ცუდი
II-III
IV-V-VI           
45%
      30%
25%
10%
II-III
IV-V-VI
35%


25%



15%
5%
II-III
IV-V-VI
45%
30%
5%
5%













დანართი 4
კვლევის დასაწყისში
გამართული კითხვა

წაკითხულის გაგება

წაკითხულის გააზრება


დანართი  5
სასწავლო წლის ბოლოს
გამართული კითხვა.
წაკითხულის გაგება


                                                               
წაკითხულის გააზრება





4     კლასის შედეგების ცვლილებები
გამართული კითხვა
წაკითხულის   გაგება
წაკითხულის გააზრება
კარგი
უცვლელი
კარგი
გაიზარდა  2-ით
კარგი
გაიზრდა 3-ით
საშუალო
გაიზარდა 2-ით
საშუალო
გაიზარდა 6-ით
საშუალო
გაიზარდა 6-ით
ცუდი
შემცირდა  2-ით
ცუდი
შემცირდა 8-ით
ცუდი
შემცირდა 8-ით



                                 კვლევის        რეფლექსია  
   პროფესიული განვითარების სურვილმა და აუცილებლობამ  მე სოფიო ჩიქოვანს  და ჩემს კოლეგებს    გადაგვაწყვეტია  მიმდინარე სასწავლო წელს განგვეხორციელებია  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.   გავმართეთ  დისკუსია  პრობლემის  შესარჩევად.  შევეცადეთ ჩვენს მიერ შერჩეული  საკითხი   ყოფილიყო აქტუალური , ორივე საგნისთვის მნიშვნელოვანი,  რეალისტური,  დაძლევადი, ესგ-ის გამჭოლი კომპენტეციების შესაბამისი   ,    სკოლისა და მასწავლებლის პირადი გამოცდილებიდან, პრაქტიკიდან  გამომდინარე.  თანამშრომლებმა  ასეთ პრობლემად მივიჩნიეთ  კითხვის ტექნიკისა და წაკითხული ტექსტის  გაგება- გააზრების გაუმჯობესება  დაწყებით საფეხურზე.   ამ თემის აქტუალურობა დამოწმებულია საერთაშორისო       კვლევებითაც.   განათლების სამინისტრო არაერთი კვლევის შემაშფოთებელ შედეგებს აქვეყნებს და ახმოვანებს ქვეყანაში წიგნიერების დონის შესახებ დაწყებით საფეხურზე . ვფიქრობთ ეს საკითხი დაწყებით საფეხურზე  ყველაზე მნიშვნელოვანი ზოგადი პრობლემაცაა  და ჩვენს პრაქტიკაში კონკრეტული და  მნიშვნელოვანიც.
  კვლევას ვატარებდით 5 თვის მანძილზე.შევეცადეთ ჩვენი მოქმედებები,დაგეგმარების, ინტერვენციების განხორციელებისა და შეჯამების ფაზებში  მოქცეულიყო        პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩარჩოებში  .  ამაში დაგვეხმარა მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები.
     ვეცადეთ  კვლევის ანგარიშში წარმოგვედგინა სრული ინფორმაცია განხორციელებული კვლევის შესახებ.
    კვლევის ანგარიშის შექმნის შემდეგ შედეგები გავაცანით   კოლეგებს.
     ადმინისტრაციის ხელშეწყობით კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია  მოვაწყვეთ მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფორმატში.

  კოლეგებმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამოთქვეს მოსაზრებები:
 კვლევის მიზანი აქტუალური და   მნიშვნელოვანია.
  მასწავლებელთა მიერ გაწეული   სამუშაო შრომატევადი და საინტერესოა.
 კვლევის ანგარიშის   მოსმენამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაგვანახა მასწავლებლის პრაქტიკული კვლევის საჭიროება და  აუცილებლობა. როგორ შეუძლია მასწავლებელს პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება,  პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და   ახალი იდების ,ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
  აღნიშნული კვლევა  სტიმულია ჩვენთვის კოლეგებისთვის მომდევნო სასწავლო წელს პრაქტიკის კვლევის ჩატარებისთვის,   ასევე მკვლევარ კოლეგებს მოვიაზრებთ  გამოცდილ  დამხმარე ძალად.
  კვლევის პროცესში განხორციელებული ინტერვენციების  დიდი ნაწილი მისაღები სიახლე იყო.
     კვლევის შედეგებმა მიგვახვედრა რომ გაწეული მუშაობის დიდი ნაწილი სავალდებულო აქტივობებად უნდა გადავაქციოთ 1 და 2 კლასებში, რომ იგივე პრობლემა ჩვენს პაქტიკაშიც  არ გაჩნდეს.
  უფრო სასურველი და მეტად შედეგიანი ხომ არ იქნებოდა  კვლევა იგივე პრობლემაზე ჩატარებულიყო  მხოლოდ 2 და 3 კლასში?
  ხომ არ შეიძლებოდა  სამიზნე ჯგუფის შემცირება? რაც თავისთავად გულისხმობს მკვლევარი მასწავლებლების რაოდენობის შემცირებას.
  შევეცადეთ  პასუხი გაგვეცა კეთილგანწყობილი კოლეგების დასმულ შეკითხვებზე, ჩავინიშნე  ისინი  სწორი დასკვნების გამოსატანად და აქვე გავაჟღერე , რომ კვლევის შედეგების უფრო ობიექტურად  შეფასების მიზნით მომდევნო სასწავლო წელს ვგეგმავ  სამიზნე ჯგუფზე დაკვირვების გაგრძელებას.
       კოლეგების უკუკავშირი  ფასეული და და გასათვალისწინებელია  ჩემთვის. კიდევ ერთი დასტურია რამდენად მნიშვნელოვანია   თანამშრომლობის ფაქტორი მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის,  სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის.  ვფიქრობ  კვლევამ ნაწილობრივ მაინც ხელი შეუწყო  როგორც საკუთარი ისე  კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის  გაუმჯობესებას.  სკოლაში თანამშრომლობისა  და  სწავლა სწავლების ხარისხის  ამაღლებას, მოსწავლეთა შედეგების  გაზრდას.

                                                                            სოფიო ჩიქოვანი